loader

რას ჰყვება მეზობელი, რომელმაც დედისა და 3 შვილის ცხედრები პირველმა აღმოაჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება მეზობელი, რომელმაც დედისა და 3 შვილის ცხედრები პირველმა აღმოაჩინა

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. საქმე ეხება 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მეზობელი, რომელმაც ცხედრები პირველმა აღმოაჩინა, "palitratv.ge"-სთან ჰყვება, რომ დედისა და ქალიოშვილების სხეულები ერთად იყო, ხოლო ვაჟის - ცალკე. მისი თქმით, დანაშაულში ბრალდებული ღამით პოლიციამ აიყვანა.

ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე