loader

გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე გუკას დაკავებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე გუკას დაკავებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე

"ცენტრ-პოინტის" გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია. ინფორმაცია Palitratv.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.

მანამდე კი გუკა რჩეულიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მომხდარსა და საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.

"ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულებს: მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე, სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს, მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდათ. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა შეძლო გადაეღო კადრები გუკა რჩეულიშვილის დაკავებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე, როცა მასთან, სავარაუდოდ, პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ და ის მათ ჩაბარდა.

წყარო: "რუსთავი 2"

ასევე იხილეთ: რისი თქმა მოასწრო გუკა რჩეულიშვილმა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე

"საღოლ, დედაჩემი რომ დაიჭირეთ" - გუკა რჩეულიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

მაია რჩეულიშვილის დაპატიმრების კადრები

ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულების პირველი ემოციები, როცა მათ მაია რჩეულიშვილისთვის პატიმრობის შეფარდება გაიგეს