loader

სამი ადგილი აჭარაში, რომლებიც ზღვაზე დასვენებისას აუცილებლად უნდა ნახოთ - "გაიცანი საქართველო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი ადგილი აჭარაში, რომლებიც ზღვაზე დასვენებისას აუცილებლად უნდა ნახოთ - "გაიცანი საქართველო"

აჭარის რეგიონი უმრავლესობისთვის ზღვასთან ასოცირდება და ბევრმა არც კი იცის რომ ზღვიდან სულ ახლოს, თვალუწვდენელ მთებსა და ზღვას შორის, ულამაზესი ბუნება და უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია. ჩვენ ასეთ სამ ადგილს წარმოგიდგენთ, რომლებსაც ზღვაზე დასვენებისას ან უბრალოდ, აჭარაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.

ბათუმში ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო", ქედაში მდებარე მახუნცეთის ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი, ცამდე აზიდულ მთებს შორის ჩაძირული სოფელი ვაიო და გორგილაძეების მარანი - ამ მარშრუტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პროექტ "გაიცანი საქართველოს" ფარგლებში, მე-14 პრესტურის მონაწილეებს უმასპინძლა.  

ავტორი: ბელა თაბუაშვილი
მონტაჟი: გოგა ოსეფაშვილი