loader

"ვისაც სჯერა, რომ GDS-დან 4 000 000 მოვიპარე..." - "ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი ამერიკაში "პრარაბად" მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვისაც სჯერა, რომ GDS-დან 4 000 000 მოვიპარე..." - "ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი ამერიკაში "პრარაბად" მუშაობს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული სერიალის, "ტიფლისის" რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი ამერიკაში გადაიხვეწა და იქ მშენებლობაზე მუშაობს.

ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და ოპერატორის დებიუტი ჯერ კიდევ 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა, თუმცა ცნობილი გახდა GDS-ზე სერიალ "ტიფლისის" გამოჩენის შემდეგ. სერიალმა ერთბაშად მოიპოვა მაყურებლის სიმპათიაც და სიყვარულიც. შემდეგ იყო კიდევ ერთი მაღალმხატვრულად გადაღებული მაღალბიუჯეტიანი სერიალი "ქერჩი".

არც ისე შორეულ წარსულში პოპულარული და წარმატებული რეჟისორი დღეს თავს ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ჩანს, როგორ მუშაობს ფიზიკურად მშენებლობაზე. დაბრუნდაშვილმა ვიდეოს ასეთი წარწერა დაურთო: "ვისაც სჯერა, რომ GDS-დან 4 000 000 მოვიპარე ან ერთი ლარი მაინც 4 წლის განმავლობაში, მე მათ გადავცემ აი, ამ "მალატოკს" ხშირი გამოყენებისთვის, თან ამერიკული წარმოებისაა".

წაიკითხეთ სრულად ambebi.ge-ზე