loader

რა აკავშირებს ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ტერორისტებთან? - თურქეთის გენერალური კონსულის სკანდალური განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა აკავშირებს ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ტერორისტებთან? - თურქეთის გენერალური კონსულის სკანდალური განცხადება

თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის კომენტარს TV25 ავრცელებს. არხის  ინფორმაციით, კონსული გადატრიალების მცდელობასთან აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სწავლულის, ფეტჰულა გიულენის კავშირზე საუბრობს და ბათუმში არსებულ შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ტერორისტების გამზრდელ დაწესებულებად მოიხსენიებს.

"ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით იმიტომ, რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს", - განაცხადა კონსულმა, რომლის განცხადების ქართულ თარგამანს TV25 ავრცელებს.