loader

"ვერ გიტანთ" - შვედეთში ავტობუსის მძღოლმა სირიელ ლტოლვილს სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ გიტანთ" - შვედეთში ავტობუსის მძღოლმა სირიელ ლტოლვილს სცემა

შვედური ავტობუსის კომპანიის, Nobina-ს თანამშრომელმა ერთ-ერთ მგზავრს, სირიელ ლტოლვილს სცემა. მოგვიანებით დაზარალებულმა განაცხადა, რომ ის მოწმე გახდა, როგორ არ აუშვა ავტობუსის მძღოლმა ტრანსპორტში მიგრანტები და მათ წინ დაუკეტა კარები. სირიელმა გადაწყვიტა ამ ფაქტის აღბეჭდვა, ხოლო როდესაც ეს მძღოლმა დაინახა, მივარდა ყვირილით: "ვერ გიტანთ, დაწყევლილო ღორებო" და მისი ცემა დაიწყო.

ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ ავტობუსის კომპანიამ ბოდიში მოიხადა და ინციდენტში მონაწილე მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლა.