loader

რა მოხდა ბურჭულაძის პარტიის წევრების დაკავებისას? - შსს დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა ბურჭულაძის პარტიის წევრების დაკავებისას? - შსს დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც სამართალდამცველების სამხრე კამერით არის გადაღებული.

როგორც ცნობილია, პოლიციამ პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი წუხელ ღამით დააკავა. შემთხვევა თბილისში, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" თემქის ოფისთან მოხდა.

"სახელმწიფო ხალხისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მამუკა გოგლიძის თქმით, დაკავებულები სწორედ პარტიის თემქის ორგანიზაციის წევრები არიან.