loader

რა გარემოებებმა განაპირობა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის გარდაცვალება - ექიმის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გარემოებებმა განაპირობა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის გარდაცვალება - ექიმის პირველი კომენტარი

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან 31 ივლისს, საღამოს ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეა. აღნიშნული ინფორმაცია palitratv.ge-ს "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ დაუდასტურა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

ავტორი: თიკო გურაშვილი
PALITRATV.GE