loader

1150 ვაზნა, 50 ხელყუმბარა... - სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1150 ვაზნა, 50 ხელყუმბარა... - სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ექვსმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

შსს-ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი.