loader

ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი და ვიდეო, რომელსაც ის "ფეისბუკზე" ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი და ვიდეო, რომელსაც ის "ფეისბუკზე" ავრცელებს

"ის რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, თითქმის შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე... შევეცდები...
სცენა, რომელიც ამბროლაურის სტადიონზე იყო განთავსებული, პირდაპირ უყურებდა ჩემს სახლს რაჭის მთაში, და ადგილს, სადაც ჩემი წინაპრების საფლავებია, მათ შორის, ჩემი მონატრებული მამის...

კონცერტის დასრულებისას ძლივს ავიყვანე თავი ხელში, იმდენად დიდი იყო ემოცია, სიხარული, ტკივილი, მონატრება, ბედნიერება... დიახ, მე ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ!!! ჩემს რაჭას, ჩემს კუთხეს, ჩემს ბავშვობას, ჩემს სიყვარულს ვუსახსოვრე დღევანდელი კონცერტი და ყველაზე მეტად მახარებდა, რომ ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი უძვირფასესი ეროვნული ორკესტრის წევრები, ანუ ჩემი დები, ძმები, შვილები... ჩემი გულის და სულის ნაწილები ნანი, ნატო, ლიზა, ანიტა, ნინო, თამრიკო, მარიამი, თეონა, ბადრი, გია, ანზორი, რამაზი, ილუშკა, ნიანიუ, ჩემი ნინა და თეო, სვიმონი და სამების საოცარი გუნდი, ჩემი შვიდკაცა, ჩემი ნიკუშები და ჩეჩენა, ჩვენი ცენტრის ტექნიკური ჯგუფი და მენეჯმენტი, ჩემი ირმა და მაია, მეგობრები, ნაცნობები, გულშემატკივრები, ჩემით ამაყი დეიდაშვილები, ბიძაშვილები, ახლო თუ შორეული ნათესავები, მეზობლები, წარმოუდგენლად თბილი რაჭული აუდიტორია და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი პატრიარქი...

ეს კადრები კი ნიკო ლეკიშვილის სახელდახელოდ მოწყობილი ბანკეტიდანაა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამ სიმღერასთან ერთად მაქვს გატარებული მთელი ჩემი ბავშვობა, რადგან ეს დედას საყვარელი სიმღერა იყო...
ამ ბოლო დროს მომიხშირდა ჩემი შინაგანი მდგომარეობის თქვენთვის გაზიარება და ვნერვიულობ, თავი ხომ არ შეგაწყინეთ, მაგრამ მგონია, რომ ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, რომლის შენახვა ძალიან რთულია. აი, ახლა ვარ ასე, როცა მინდა იოგების დაგლეჯვამდე ვიყვირო, რომ დღეს ჩემი დიდი ხნის ნატვრა ახდა და ჩემი დაგროვილი შემოქმედებითი ბიოგრაფია მთლიანად მივუძღვენი ჩემს რაჭას და ჩემი მშობლების ხსოვნას!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუკზე".