loader

აღმოაჩინე შენი სამოთხე რაჭაში - დაუვიწყარი მოგზაურობა საქართველოს ულამაზეს მხარეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღმოაჩინე შენი სამოთხე რაჭაში - დაუვიწყარი მოგზაურობა საქართველოს ულამაზეს მხარეში

კამპანია "გაიცანი საქართველოს" ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგით მე-15 პრესტური რაჭასა და ლეჩხუმში გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ეწვია. პრესტურის ფარგლებში,  ჟურნალისტებმა ნიკორწმინდის ტაძარი, ხოტევისა და მაქსიმე აღმსარებლის მონასტრები მოინახულეს, დაათვალიერეს მურის ციხე, ონის სინაგოგა და ონის მუზეუმი. პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტები ადგილობრივ საოჯახო მარანს ეწვივნენ და რაჭული ღვინო (ხვანჭკარა) დააგემოვნეს.

ავტორი: თაკო დვალი
მონტაჟი: გოგა ოსეფაშვილი