loader

ყველა უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ თურქ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ სამხედროების სამძებრო სამუშაოები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველა უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ თურქ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ სამხედროების სამძებრო სამუშაოები

თავდაცვის სამინისტრო გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნის ოპერაციის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შავ ზღვაში ინტენსიურად მიმდინარეობს და ოპერაცია არც ღამით წყდება.

მათივე განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. სამძებრო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.