loader

ნორვეგიაში მეხის ერთი ჩამოვარდნით 323 ირემი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნორვეგიაში მეხის ერთი ჩამოვარდნით 323 ირემი დაიღუპა

ხარდანგერვიდდის ეროვნულ პარკში (სამხრეთ ნორვეგია) მეხის ჩამოვარდნის შემდეგ 323 მკვდარი ირემი იპოვეს.
სააგენტო BNO News-ის ცნობით, ტყის მცველმა დახოცილი ცხოველები 26 აგვისტოს იპოვა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვვის ადგილზე მხოლოდ 2 დღის შემდეგ მივიდნენ.
”ჩვენებმა იქ 323 მკვდარი ირემი იპოვეს, რომელთაგან 5 სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო ჩვენ თავად დავაძინეთ, - ამბობს გარემოს დაცვის ნორვეგიული სააგენტოს წარმომადგენელი ელინ ფოსსხანგ ოლსიო.
ყველა ირემი ნაპოვნია 50 მეტრის რადიუსის მანძილზე.
მათი განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ირემი მეხის ერთი ჩამოვარდნით დაიღუპა. აქამდე ასეთ შემთხვევას არ შევსწრებივართ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს უნიკალური შემთხვევაა”, - აღნიშნავს ოლსიო.