loader

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ს გიორგი კვირიკაშვილი მოსწონს - რამდენი პროცენტი აიღეს სხვა ლიდერებმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ს გიორგი კვირიკაშვილი მოსწონს - რამდენი პროცენტი აიღეს სხვა ლიდერებმა?

JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსწონს, ხოლო 23%-ს - არ მოსწონს.
რაც შეეხება ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ დავით ბაქრაძეს, ის გამოკითხულთა 30%-ს მოსწონს, ხოლო 38%-ს არ მოსწონს. მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე გამოკითხულთა 23%-ს მოსწონს, ხოლო 37%-ს არ მოსწონს, ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი 23%-ს მოსწონს, ხოლო 39%-ს არ მოსწონს, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 20%-ს მოსწონს, ხოლო 38%-ს არ მოსწონს, რაც შეეხება ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი გამოკითხულთა 15%-ს მოსწონს, ხოლო 43%-ს არ მოსწონს. უარყოფითი მაჩვენებლები მიიღო ”დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, რომელიც გამოკითხულთა მხოლოდ 13%-ს მოსწონს და 58%-ს არ მოსწონს.
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით შესრულებული კვლევა JPM-მა ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 1200 ამომრჩეველი, კვლევაში ცდომილების ზღვარი 2,8%-ს შეადგენს.

ასევე იხილეთ: ხვალ რომ არჩევნები იყოს რამდენ პროცენტს აიღებდნენ პარტიები? - ახალი კვლევს შედეგები გასაჯაროვდა