loader

სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლის დროსაც სამი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ ნიშნიანიძეა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
თუმცა, ნიშნიანიძის ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. დაკავებულის მეუღლე ნუკა ჩიკვაიძე ფეისბუქზე ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და ირწმუნება, რომ მის 27 წლის ქმარს იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. როგორც ჩანს, დაკავების შესახებ ინფორმაციას ნიშნიანიძე წინასწარ ფლობდა, რადგანაც მან დღის განმავლობაში რამდენიმე ვიდეო ჩაწერა და ფეისბუქზე განათავსა.

ასევე იხილეთ: ვინ არიან თბილისში დაკავებული ახალგაზრდები და რა კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებს მათი სახელები

"ახადეს დივანს და ვაი, იარაღიო!" - რას ჰყვებიან დაკავებული ფეიქრიშვილისა და ნიშნიანიძის ოჯახის წევრები სპეცოპერაციის დეტალებზე