loader

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივა, პირველად ვამჟღავნებ ამ ციფრებს" - დამნაშავე პოლიციელთა სტატისტიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივა, პირველად ვამჟღავნებ ამ ციფრებს" - დამნაშავე პოლიციელთა სტატისტიკა

დაველოდები გამოძიების შედეგებს, სასამართლოს განაჩენს და შესაბამისად მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ადგილზე მენეჯმენტთან მიმართებაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "იმედის" ეთერში, დემურ სტურუას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 24 პოლიციელი, სამსახურიდან დათხოვნილია 137 პოლიციელი, ჩამოქვეითებულია 12 თანამდებობის პირი, თანამდებობიდან გადაყენებულია 6 პოლიციელი, სასტიკი საყვედური გამოცხადებული აქვს 604 პოლიციელს, ხოლო საყვედური - 404 პოლიციელს.

როგორც ცნობილია, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება. 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, ეს პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო გააკეთა.

ასევე იხილეთ: არავინ არავის არაფერს არ უდებს" - გიორგი მღებრიშვილი

რას აპირებს შს მინისტრი იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდეს?