loader

შს მინისტრის საგანგებო თათბირი არჩევნების წინ - რა ბრძანება გამოსცა მღებრიშვილმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრის საგანგებო თათბირი არჩევნების წინ - რა ბრძანება გამოსცა მღებრიშვილმა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ვიდეოხიდის მეშვეობით სამუშაო თათბირი ჩაატარა.

შს მინისტრმა უწყების თანამშრომლებს მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა.