loader

უბნები თბილისში, სადაც დღეს გაზის სუნმა 11 ადამიანი მოწამლა - პანიკას საგანგებო სამსახური ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბნები თბილისში, სადაც დღეს გაზის სუნმა 11 ადამიანი მოწამლა - პანიკას საგანგებო სამსახური ეხმაურება

11 მოწამლული და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესული 3 000-მდე ზარი. თბილისის სხვადასხვა უბანში დილიდან გაზის სუნი დგას. ბუნებრივი აირის სუნი ვაკეში, ვერაზე, საბურთალოზე, ნაძალადევის ნაწილსა და თბილისის შემოგარენში იგრძნობოდა. 112-ში აცხადებენ, რომ მაშველთა ჯგუფის დახმარება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გახდა აუცილებელი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ყელის წვის, თავის ტკივილის და ღებინების შეგრძნების ჩივილებით 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებმა გამოიწვია.