loader

კადრები აფხაზეთიდან, სადაც რუსი არტილერისტები 40-ერთეული შეიარაღებით სამხედრო წვრთებს ატარებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები აფხაზეთიდან, სადაც რუსი არტილერისტები 40-ერთეული შეიარაღებით სამხედრო წვრთებს ატარებენ

აფხაზეთში რუსმა არტილერისტებმა სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. რეგიონში განთავსებულმა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის არტილერისტებმა სამხედრო წვრთნის დროს "Д-30" ტიპის "ჰაუბიცებიდან" სროლები განახორციელეს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. სამხედრო წვრთნა წებელდის პოლიგონზე ჩატარდა, რომელშიც 250 სამხედრო და 40-ზე მეტი ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის საარტილერიო იარაღი "აკაცია" და 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები, საიდანაც 70 გასროლა განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება სროლების დროს საცეცხლე პოზიციების სწრაფი ცვლის დამუშავებაზე გამახვილდა.