loader

PALITRATV.GE-ს ჟურნალისტი გაჩვენებთ, როგორ უნდა გაიგოთ, ხართ თუ არა დაინფიცირებული C ჰეპატიტით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

PALITRATV.GE-ს ჟურნალისტი გაჩვენებთ, როგორ უნდა გაიგოთ, ხართ თუ არა დაინფიცირებული C ჰეპატიტით

13-14 სექტემბერს, "მედია პალიტრის" გუნდმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეწყობით მასობრივად ჩაიტარა გამოკვლევა C ჰეპატიტის ვირუსზე. "მედია პალიტრის" თხოვნით, ორგანიზაციის ოფისს დაავადებათა კონტროლის მოძრავი ლაბორატორია "სკრინინგ მობილი" ეწვია. სწრაფი კვლევის ტესტის შედეგად თითოეულმა მსურველმა უმოკლეს დროში უფასოდ გამოიკვლია იყო თუ არა, C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული.

"მედია პალიტრამ" საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი მაგალითის სახით საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, დროულად ჩაიტარონ კვლევა C ჰეპატიტზე. თუ სამუშაო საათების გამო, სამახურებიდან ვერ ახერხებთ უფასო სკრინინგ ცენტრებში მისვლას, კომპანიებში ჯგუფურად გამოკვლევის მსურველთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოძრავი ლაბორატორია ადგილზევე მოგემსახურებათ.

ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟი: გოგა ოსეფაშვილი