loader

"გვარამიამ ლამის ტყავი გააძრო პარტიის ლიდერს" - ივანიშვილი გვარამია-ბურჭულაძის სკანდალურ ჩანაწერზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვარამიამ ლამის ტყავი გააძრო პარტიის ლიდერს" - ივანიშვილი გვარამია-ბურჭულაძის სკანდალურ ჩანაწერზე

გვარამიამ ლამის ტყავი გააძრო პარტიის ლიდერს - ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის ამსახველ ფარულ ჩანაწერს, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, დიდი ეჭვია, რომ ეს ჩანაწერი თავად რუსთავი2-ის დირექტორმა გაავრცელა. ივანიშვილი ამბობს რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა, ან მიყურადება განახორციელა. მაგალითად მან გელა ხვედელიძის შემთხვევა გაიხსნება და აღნიშნა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნებისთვის ის დასაჯეს.