loader

"ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება - რაც კი შეიძლება მოხდეს საერთოდ ვინმეზე" - პაატა ბურჭულაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება - რაც კი შეიძლება მოხდეს საერთოდ ვინმეზე" - პაატა ბურჭულაძე

ინტერნეტში ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტს პაატა ბურჭულაძე ეხმაურება. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი დარწმუნებულია, რომ სატელეფონო საუბრის ჩაწერა და გამოქვეყნება უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა. "მარტო კი არ მისმენენ, ჩვენზე მოქმედებენ, ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება - რაც კი შეიძლება მოხდეს საერთოდ ვინმეზე, ხდება ჩვენს პარტიაზე, მაგრამ არაფერია, გავუძლებთ. რაც მეტია დაწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ", - განაცხადა ბურჭულაძემ.რაც შეეხება პოლიტიკურ წრეებში გაკეთებულ შეფასებებს ერთი მხრივ იმის თაობაზე, რომ ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობის" პროექტია ან მეორეს მხრივ, ის "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული, "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის მტკიცებით, ის ხალხის წარმომადგენელია. პატაა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ინტერნეტში გუშინ გავრცელდა, სადაც ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.