loader

რატომ არ უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა დავით ბერძენიშვილის ზარს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა დავით ბერძენიშვილის ზარს?

ნამდვილად არ ველოდი, ბიძინა ივანიშვილი თუ ამდენ ტყუილს იკადრებდა - ამ განცხადებით ეხმაურება დავით ბერძენიშვილი ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას და "რესპუბლიკელებსა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრების შესახებ დეტალებს იხსენებს. მისი ინფორმაციით, დავით უსუფაშვილის პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რამდენიმე შეხვედრაზე იყო საუბარი. ბერძენიშვილი ამბობს, რომ როცა პირველად უსუფაშვილს ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა, ამ შეხვედრას თავადაც ესწრებოდა. კიდევ ერთ შეხვედრაში კი, სადაც ივანიშვილის მხრიდან ამ თემაზე იყო საუბარი, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, ივლიანე ხაინდრავა და თავად იღებდნენ მონაწილეობას. ბერძენიშვილი აცხადებს რომ კრიზისი კოალიციაში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაიწყო.