loader

ბათუმში ავტომობილები "წვიმის მდინარეში" დაცურავენ - უახლესი კადრები ცენტრალური ქუჩიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ავტომობილები "წვიმის მდინარეში" დაცურავენ - უახლესი კადრები ცენტრალური ქუჩიდან

ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის როგორც ცენტრალურ, ასევე ჭაობის დასახლების ქუჩებში გადაადგილება გართულებულია.
როგორც PALITRATV.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის სიმაღლე ზოგიერთ უბანში 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ხიმშიაშვილის, ინასარიძის, ბაგრატიონის, აღმაშენებლის და ჭაობის დასახლების თითქმის ყველა ქუჩა ნაწილობრივ დატბორილია.
წყალმა ზოგიერთი სარდაფი და პირველ სართულზე არსებული რამდენიმე ოფისიც დატბორა. ბათუმში დილიდან წვიმს.

ავტორი: ნინო ხოზრევანიძე