loader

მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა

მანჰეტენზე აფეთქება მოხდა, დაშავებულია 29 ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. CNN-ის ინფორმაციით , მათ სხავადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გაისმა. სამართალდამცველებმა ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, მეორე მოწყობილობა კი შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით იპოვეს.

ადგილზე პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული. სამუშაოებს ექსპერტ-კრიმინალისტები ძაღლებისა და რობოტების დახმარებით ატარებენ. სამართალდამცველები ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ პერიმეტრზე სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებიც არ არის დამონტაჟებული.

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიანიჭა და განმარტა, რომ საქმე დაგეგმილ აქტს ეხება.