loader

აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-მ აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. როგორც შსს-ში განაცხადეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქ.ე. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 501 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 21,1708 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე, ამოღებულია 0,432 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 54 აბი „სუბოქსინი“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.