loader

"ნაციონალური მოძრაობის" მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის ცოლს კომისიის წევრების ცემისთვის ბრალი წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის ცოლს კომისიის წევრების ცემისთვის ბრალი წაუყენეს

პროკურტურამ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წაუყენა. "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, ოლგა ჩურკანოვას წინააღმდეგ საქმე აღძრული სსკ-ის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. ამასთან, მას მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
საქმე რამდენიმე კვირის წინ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებითი წევრს "ქართული ოცნებიდან" ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას სემა.
თავად ჩურკანოვა მიზანმიმართულ პოლიტიკურ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პროვოკაცია მისი საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორების მიზნით მოხდა.