loader

ახალი დეტალები დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეში - ბრალდებულ პოლიციელს მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეში - ბრალდებულ პოლიციელს მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული

სამტრედიის რაიონული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც გამოძიება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება, ქუთაისის ციხეში შიმშილობს. დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს. ნონა ჯოჯუა წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით გოდერძი თევზაძის ადვოკატის ვარაუდსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ხელნაწერი ნამდვილად დემურ სტურუას ეკუთვნის. მისივე განმარტებით, სავარაუდო თვითმკვლელობის დღეს სტურუა სახლში მარტო იმყოფებოდა და ძმას წერილს ვერ დააწერინებდა. გოდერძი თევზაძის ადვოკატის ვარაუდით, წერილი გარდაცვლილს ძმამ დააწერინა. ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ წერილში ორი კალიგრაფია იკვეთება.