loader

ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძიების დავალება მივიღე - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძიების დავალება მივიღე - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს - დათა ახალაიას და გია დგებუაძეს, მეტსახელად "მასტერას" აქვთ წარდგენილი, უსაფრთხოების სამსახურის ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად "ნაცი" დაიკითხა. როგორც მოწმემ აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე ის მას შემდეგ მივიდა, რაც სროლების ხმა გაიგო. მერებაშვილის თქმით, როდესაც ის ავტოსადგურში მივიდა, სამი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო, მათ წინ იარაღი ეყარა, ხოლო ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ დათა ახალაია, შალვა თათუხაშვილი, გიორგი დგებუაძე და სხვა პირები. მოწმის ჩვენების მიხედვით მოგვიანებით დავით ჩხატარაშვილისგან, რომელიც დათა ახალაიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მიიღო დავალება, რომ მოეძებნა აღნიშნული სპეცოპერაციისთვის ცრუ მოწმეები.