loader

გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად "ნაცი", პროკურატურაში დაიბარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად "ნაცი", პროკურატურაში დაიბარეს

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად "ნაცი" პროკურატურაში იმყოფება. "მერებაშვილის ცოლმა დაურეკა ერთ-ერთ ახლობელს და უთხრა, რომ ის ითხოვს ადვოკატს. არ ვიცით, დაკავებულია, თუ უბრალოდ კითხავენ. გვინდოდა ეს ინფორმაციის სახით მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა. დავით აბესაძის განმარტებით, უცნობია მერებიშვილის პროკურატურაში დაბარება ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის თუ სხვა საქმეს უკავშირდება. მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა საქმეზეა დაბარებული მერებაშვილი. როგორც ცნობილია, მერებაშვილი დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაიკითხა. მისი თქმით, დათა ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძებნის დავალება მიიღო.