loader

გიორგი კვირიკაშვილი გაეროში - ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას, დაუშვებელია ამაზე თვალის დახუჭვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი კვირიკაშვილი გაეროში - ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას, დაუშვებელია ამაზე თვალის დახუჭვა

იძულებით გადაადგილების ტვირთის სიმძიმეს საქართველოც განიცდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში, მაღალი რანგის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის თემა იყო დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა და დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს.