loader

"საკუთარი მამა სახლიდან გადაუგდია, ეგ ფულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი"- ურთიერთბრალდებები სტურუას თვითმკვლელობის საქმეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკუთარი მამა სახლიდან გადაუგდია, ეგ ფულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი"- ურთიერთბრალდებები სტურუას თვითმკვლელობის საქმეში

ურთიერთბრალდებები გახმაურებული თვითმკვლელობის საქმის გარშემო - ერთმანეთს ამჯერად გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახი და მისი თვითმკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი უპირისპირდებიან. გოდერძი თევზაძის ადვოკატი მუქარაზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაბამისი გზავნილი მან სოციალური ქსელით მიიღო. სამართალდამცავებს მან უკვე მიმართა და რეაგირებას ითხოვს. ლედი ტუკვაძე ასევე მიიჩნევს, რომ სტურუას გარდაცვალებამდე დატოვებული წერილი 2 ადამიანის მიერაა დაწერილი და ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილის ძმაა. მის შესახებ ოჯახი აცხადებს, რომ დავით სტურუამ წერა-კითხვა არ იცის. გარდაცვლილი სტურუას ოჯახის წევრები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში იმყოფებოდნენ. გამოძიებას მათ ახალი მასალა და მტკიცებულებები მიაწოდეს.