loader

"ქართული ოცნება" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ასაჯაროებს - "თუ ვინმე არ შეუერთდება, ეს იქნება ნიშანი, ვის რა ზრახვები ამოძრავებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნება" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ასაჯაროებს - "თუ ვინმე არ შეუერთდება, ეს იქნება ნიშანი, ვის რა ზრახვები ამოძრავებს"

"ქართული ოცნება" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ასაჯაროებს. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.