loader

ფიზიკის მასწავლებლები, რომლებმაც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში კვალიფიკაცია აიმაღლეს, საქართველოში დაბრუნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიზიკის მასწავლებლები, რომლებმაც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში კვალიფიკაცია აიმაღლეს, საქართველოში დაბრუნდნენ

ფიზიკის 15 მასწავლებელი, რომელიც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა. მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში. მასწავლებლები მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად დაფინანსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.