loader

სააკაშვილზე ეს პირადად იუშჩენკოსა და კაჩინსკისგან ვიცი - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილზე ეს პირადად იუშჩენკოსა და კაჩინსკისგან ვიცი - ნინო ბურჯანაძე

რუსეთს საქართველოსთან ძალიან ბევრი შეთანხმება აქვს შესრულებული,- განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა- საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას.

ბურჯანაძემ 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და განაცხდა, რომ რუსეთისგან შეშინებული სააკაშვილი მზად იყო ნებისმიერი შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი, ოღონდ მის პირად კეთილდღეობას საფრთხე არ დამუქრეოდა. ნინო ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილმა ხელშეკრულების ისეთ ფორმულირებას მოაწერა ხელი, რომელიც "მისი გასამართლების საფუძველი უნდა გახდეს" და ეს ინფორმაცია მას მაშინდელი მოვლენების მონაწილეების: იუშჩენკოსა და კაჩინსკისგან აქვს, რომლებიც "ეხვეწებოდნენ სააკაშვილს, ამას ხელი არ მოაწეროო".