loader

"გიხაროდენ", "ჩემი საქართველო აქ არის" - გასული 15 წელი რამდენიმე წუთში, საგანგებოდ შექმნილ წინასაარჩევნო კლიპებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიხაროდენ", "ჩემი საქართველო აქ არის" - გასული 15 წელი რამდენიმე წუთში, საგანგებოდ შექმნილ წინასაარჩევნო კლიპებში

საქართველოში ყველაფრის ნაკლებობაზე შეგვიძლია ვიწუწუნოთ, გარდა არჩევნებისა, რადგან იმდენად ხშირად გვაქვს, ბევრ სხვა ქვეყანასაც გავუზიარებთ.
არჩევნებთან ერთად ქართულ მუსიკალურ სივრცეს ახალი სიმღერები ან უკვე ცნობილი სიმღერების ახალი ვარიაციები ემატება ხოლმე, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია უკვეთავს წინასაარჩევნოდ. იყო დრო, როცა გვეუბნებოდნენ - "გიხაროდენ" ქვეყანა შენდებაო, თუმცა, იმავე პერიოდში სხვები ამტკიცებდნენ, რომ "ქვეყანაში ფერები მუქი" იყო. გავა წლები, გვექნება რევოლუციის ჰიმნი და "ახალ დღეს, ახალ მზეს გაშლილი ხელებით შევხვდებით". მალევე გავიგებთ, რომ ქვეყნის პირველი პირი "მაგარია", განურჩევლად ამინდისა, ჩვენი განწყობისა თუ ქვეყანაში არსებული ვითარებისა. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებენ, რომ "ჩემი საქართველო აქ არის"...