loader

რა ჩვენება მისცა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც გირგვლიანის საქმეზე სასჯელს იხდიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩვენება მისცა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც გირგვლიანის საქმეზე სასჯელს იხდიდა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას ბრალდების ეპიზოდის განხილვა გრძელდება. პროცესზე ბრალდების მოწმე მიხეილ ბიბილურიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა. მას საქმეზე 5-წლიანი სასჯელი აქცს მოხდილი. ბიბილურიძემ დეტალურად გაიხსენა 2006 წლის 27 იანვრის ღამე, როდესაც სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა. მისი თქმით, სავარაუდოდ დათა ახალაიას დავალებით კუდის სხვა თანამშრომლებთან ერთად ის ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც გირგვლიანის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიმდინარეობდა. ბიბილურიძე ამბობს, რომ როდესაც უსაფრთოების სამსახურის თანამშრომლებს გირგვლიანი გაექცათ, მას შემდეგ ის აღარ უნახავს. მოწმის განმარტებით, გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას დავალებით ის სასჯელს ციხეში - კარგ პირობებში იხდიდა.