loader

დაანგრევენ თუ არა უნებართვოდ აშენებულ თურქულ სკოლას ბათუმში? - განათლების მინისტრი შეთანხმების ახალ დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაანგრევენ თუ არა უნებართვოდ აშენებულ თურქულ სკოლას ბათუმში? - განათლების მინისტრი შეთანხმების ახალ დეტალებზე

თურქული სკოლა ბათუმში - ნებართვის გარეშე აშენებული სკოლის დემონტაჟი აღარ მოხდება. განათლების მინისტრი აცხადებს რომ თურქეთის საელჩოსთან შეთანხმება მიღწეული, რათა სკოლა ერთობლივად განავითარონ. ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სკოლა აკრედიტაციას გაივლის, იქ ქართველი მოსწავლეებიც ისწავლიან.

ცნობისთვის ბათუმში ახალი სკოლა, რომელიც თურქული მხარის დაფინანსებით აშენდა, აჭარის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა. კიდევ ერთი დარღვევა შენობის კანონიერებას ეხება - იგი უნებართვოდ აშენდა. ბათუმის მერიაში განმარტავდნენ, რომ შესაძლოა მათ შენობის დემონტაჟიც მოეთხოვათ. სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმეს, მათ შორის ბოლოს 9 000 ლარით. სკოლას 170 მოსწავლე უკვე ჰყავს. მოსწავლეების გარდა იქ პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.