loader

რა ხდება თსუ-ს შენობაში, სადაც "აუდიტორია 115"-ის წევრები ძალით შეიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თსუ-ს შენობაში, სადაც "აუდიტორია 115"-ის წევრები ძალით შეიჭრნენ

"აუდიტორია 115"-ის სტუდენტები თსუ-ს იმ დერეფანში შესვლას ცდილობენ, სადაც რექტორი გია შარვაშიძე მინისტრებთან და წარჩინებულ პირველკურსლებთან ერთად იმყოფება. კორიდორი გამაგრებული აქვთ უნივერსიტეტის დაცვის წევრებს.

უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა უნივერსიტეტში შესულიყვნენ, რადგან ერთ-ერთ აუდიტორიაში ამ წუთებში შეკრებილი არიან მთავრობის წევრები და უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ. "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს მიმართა საკუთარი მოთხოვნები უშუალოდ გაეცნოთ მთავრობის წევრებისთვის.

"აუდიტორია 115"-ის წევრებს უნივერსიტეტის პირველ სართულზე დერეფანში შესასვლელი დაკეტილი დახვდათ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

სტუდენტებთან სასაუბროდ რექტორი გია შარვაშიძე გავიდა.