loader

მიშას რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და ჩვენთან იქნება - სანდრა რულოვსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიშას რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და ჩვენთან იქნება - სანდრა რულოვსი

მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება, - ამის შესახებ ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა. მისი თქმით, ის ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას.

"მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა რულოვსმა.