loader

აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა

ნაციონალური მოძრაობის წევრები - აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სუსში მათ 18:00 საათზე ელოდებიან. აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიება 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ქვეყნებში შუამდგომლობებს გაგზავნის. ამასთან, მოხდება ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს.