loader

სასამართლომ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლომ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ძალაში დატოვა, - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მამუკა ახვლედიანი გადააყენეს თავმჯდომარის თანამდებობიდან და არა მოსამართლის თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, საბჭოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი არ უნდა იყოს ბათილად ცნობილი.