რა გადაწყვეტილება მიიღო გიორგი ვაშაძემ ბურჭულაძის ბლოკის დატოვება-არ დატოვებასთან დაკავშირებით?
გიორგი ვაშაძე და მისი "ახალი საქართველო" პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვაშაძემ და ბურჭულაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. მანამდე კი მათ შორის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ოფისში კონსულტაციებიც გაიმართა. ბლოკის შემადგენლობაში ასევე რჩება "ახალი მემარჯვენეები". "მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის" უკვე დატოვა "გირჩმა". ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა, პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს. პაატა ბურჭულაძის განცხადებით კი, "გირჩს" ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც მან განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა. ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი.