loader

4 წელი ბარბარე რაფალიანცის ტრაგედიიდან - პირდაპირი ეთერის ჩანაწერი უბედურების ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 წელი ბარბარე რაფალიანცის ტრაგედიიდან - პირდაპირი ეთერის ჩანაწერი უბედურების ადგილიდან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. 2012 წლის 30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებელი ოთახიდან გაქრა. სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ეფარა. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, მაშინ ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა. ის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და აცხადებდა, "ნაციონალების" მხარდამჭერები შვილების მოკვლით მემუქრებოდნენო. მეორე დღეს არჩევნები იყო და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა.

გიორგი ღვინიაშვილი დღემდე ითხოვს ბერიკაშვილის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, გამუდმებით ახსენებს ხელისუფლებას რაფალიანცის გაუხსნელ საქმეს და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამ ტრაგედიის შესახებ უამრავი ვერსია გავრცელდა და ტყუილ-მართალი ისე აირია ერთმანეთში, რომ დღემდე სიმართლის დადგენა ჭირს.
ნახეთ სტატია "კვირის პალიტრაზე"