loader

"იმედის" ახალი კვლევის შედეგები: "ქართული ოცნება" - 32,7%, "ნაციონალური მოძრაობა" - 12,8% - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედის" ახალი კვლევის შედეგები: "ქართული ოცნება" - 32,7%, "ნაციონალური მოძრაობა" - 12,8%

JPM Strategic Solutions-ის კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32,7% ხმას "ქართულ ოცნებას", 12,8% კი - "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა. ტელეკომპანია "იმედმა" სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ "ქართულ ოცნებას" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ამავე კვლევით, "თავისუფალ დემოკრატებს" 3%, ხოლო "ლეიბორისტულ პარტიას" - 2,9% მისცემდა ხმას.
გამოკითხვის თანახმად, 2,2% "პატრიოტთა ალიანსს" ერგო, "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" – 2,1%, თუმცა, კვლევა ბლოკიდან "გირჩის" გასვლამდე ჩატარდა. შესაბამისად, აღნიშნული შედეგიც ბლოკმა "გირჩის" გასვლამდე მიიღო. "ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიულ მოძრაობას" - 1,7%; "რესპუბლიკურ პარტიას" - 0,7%, "მრეწველებს" - 0,3%, "ეროვნულ ფორუმს" - 0,2% ,სხვა პარტიებს კი - 0,1%. რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე, მათი რაოდენობა 41,3%-ია.