loader

"როგორც კი არჩევნები დამთავრდა, "ქართულმა ოცნებამ" დაივიწყა ეს ბავშვიც და მისი ოჯახიც" - ნადირაშვილი რაფალიანცის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც კი არჩევნები დამთავრდა, "ქართულმა ოცნებამ" დაივიწყა ეს ბავშვიც და მისი ოჯახიც" - ნადირაშვილი რაფალიანცის საქმეზე

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. მომხდარზე "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ბრალს უყენებს და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მომხდარი პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს გარდაცვლილი იპოვეს. გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ის ქვევრში დამხრჩვალი ნახეს. გოგონას დეიდამ მაშინ ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა. ის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და აცხადებდა, "ნაციონალების" მხარდამჭერები შვილების მოკვლით მემუქრებოდნენო. "ქართული ოცნების"მაშინდელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა. ტრაგედიის შესახებ მომხდარიდან დღემდე უამრავი ვერსია გავრცელდა. გამოძიების ოფიციალური დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს.