loader

ბოლო ინფორმაცია ზუგდიდში "ქართული ოცნების" ნაცემი აქტივისტების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო ინფორმაცია ზუგდიდში "ქართული ოცნების" ნაცემი აქტივისტების შესახებ

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა. ვალერი კვარაცხელიას განმარტებით, დაზრალებულების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან. ერთი დაშავებული ამჟამად კლინიკიდან უკვე გაწერილია. ორი დაზარალებული ახალგაზრდა ამ დრომდე სტაციონარში რჩება. შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა. ისინი ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც, "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ინფორმაციით, სოფლის ყოფილი გამგებელი, "ნაცმოძრაობის" წევრი პაპუნა კუკავა ახალგაზრდებს თავს დაესხა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.