loader

ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს?

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ოქრუაშვილი ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეჭვმიტანილი ა.ი. რამდენჯერმე ნასამართლევია.
ირაკლი ოქრუაშვილი მომხდართან დაკავშირებით 19:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გეგმავს.

ასევე იხილეთ:

ოქრუაშვილი თავდამსხმელებს ასახელებს - ვის ადანაშაულებს იგი თავდასხმის ორგანიზებაში?