loader

"რუსთავი 2"-მა ივანიშვილის ნათქვამი სხვანაირად "გადათარგმნა"? - კობახიძე ტელევიზიას ტყუილში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი 2"-მა ივანიშვილის ნათქვამი სხვანაირად "გადათარგმნა"? - კობახიძე ტელევიზიას ტყუილში ადანაშაულებს

ვიდეოკოლაჟს, რომელსაც უყურებთ,  "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ავრცელებს.

"ნაცმოძრაობის" 30%-იანი რეიტინგი გამორიცხულია, ასეთ დონეზე არ არის ჩვენი საზოგადოება დასული, მადლობა ღმერთს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არის ძალიან დაბალი და მოსახლეობის 10-15%-ზე მეტი არ აძლევს ხმას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უამრავ ბინძურ დანაშაულში აქვს მონაწილეობა მიღებული.
"ზოგადად, გვარამიას და "რუსთავი 2"-ის მხრიდან, მისი ხელმძღვანელობით მიჩვეულნი ვართ სიყალბეს და სიცრუეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, მათ შორის, ნიკა გვარამიას. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იგი "რუსთავი 2"-ს მოუწოდებს, გაყალბებული კვლევებისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.