loader

აუცილებელია, რომ ისეთ ხალხს, როგორიც ნიკა გვარამიაა, უსმენდნენ - ნუკრი ქანთარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აუცილებელია, რომ ისეთ ხალხს, როგორიც ნიკა გვარამიაა, უსმენდნენ - ნუკრი ქანთარია

რაც შეეხება გვარამიას მორიგ ჩანაწერს, ალბათ, კიდევ გაავრცელებს რაღაც მსგავსს. მე მაინც მგონია, რომ ეს მისი გავრცელებულია. არაფერი ისეთი იქ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეურაცხყოფისა, არ არის. ასეთ საუბრებს შეიძლება კიდევ ჰქონდეს ადგილი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ გვარამიას აწყობს, დროდადრო რაღაც ჩანაწერი გამოვიდეს, იყოს წინა პლანზე. ალბათ, მას აქვს თავისი გეგმა, შეთანხმებული ოდესასთან თუ სხვასთან და არც მალავს, რომ უნდა, რაც შეიძლება მეტი მავნებლობა მოუტანოს ხელისუფლებას. არ არის გამორიცხული კი არა, აუცილებელია, რომ ასეთ ხალხს უსმენდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოქვეყნდეს ეს ჩანაწერები ან ეს ჩანაწერი თვითონ რისი დამადასტურებელი და რისი მაქნისია?! - არაფრის. სუს-ში ასეთი მოკლე ჭკუის ხალხი არ ზის, რომ ასეთი ჩანაწერები შეაგროვოს და მით უმეტეს, გამოაქვეყნოს. ეს ისევ გვარამიას ინიციატივაა, თუმცა ამას სჭირდება დამტკიცება, თუ სამართალდამცველების მხრიდან", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ: ინტერნეტში ნიკა გვარამიას მორიგი ფარული ჩანაწერი გაუვრცელეს